მარინა ნიქაბაძე
1. პროექტის სახელი: 100 წლოვანი მატიანე.
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები წერენ საკუთარი სკოლის მატიანეს, უვითარდებათ კვლევის უნარი, ესაუბრებიან ყოფილ და ახლანდელ დირექტორებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს. ინტერვიუებს იღებენ მათგან, განსაკუთრებით იმ კურსდამთავრებულებისაგან, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ სკოლის პირველდამაარსებლის ისტორიას, არკვევენ რამდენსართულიანი და როგორი იყო სკოლა, ვინ იყვნენ პირველი მასწავლებლები, საიდან იყვნენ მოწვეულნი, სად მდებარეობდა და რა ძირითადი დისციპლინები ისწავლებოდა. რას ასწავლიდა თვითონ დამაარსებელი, რამდენკლასიანი იყო პირველად, როგორ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი , რა რეორგანიზაცია განიცადა და რომელ წლამდე იარსება. ვინ იყო პირველი დირექტორი და სასწავლო ნაწილი ,ამ პერიოდის გამოჩენილი მოსწავლეები. სკოლის ცხოვრება ომის ა და ომის შემდგომ პერიოდში, პედკოლექტივისა და მოსწავლე ახალგაზრდობის დახმარება ფრონტს, პედაგოგებისა და მოსწავლეების წარმატებები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან,მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.სკოლის წარჩინებული მასწავლებლები,მოსწავლეები და კურსდამთავრებულები. სკოლის თანამშრომლობა სხვა სკოლებთან. 4. მოსწავლეთა ასაკი: შეუზღუდავ ი 5. ვადები (ასაკი): ერთი სასწავლო წელი 6. პროექტის შესაძლო აქტივობები: დისკუსია მოძიებულ მასალებზე. 7. მოსალოდნელი შედეგები,(პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას): ბავშვები ამზადებენ ფოტოალბომს,სტენდებს,სკოლის არქივს და გაიღრმავებენ ცოდნას თავიანთი სკოლის შესახებ. 8. სარგებელი სხვებისათვის: უკეთ გაიცნობენ საქართველოს ასაკოვან სკოლებს 9.სამუშაო ენა:ქართული 10. საგნებთან, ( საგანთა ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული-გეოგრაფია-ისტორია-ხელოვნება.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან 12.პროექტის შემქმნელის სახელი:მარინა ნიქაბაძე 13.პროექტის შემქმნელის ელ-ფოსტა: m.nikabadze@gmail.com 14. პროექტის ვებგვერდი,ბლოგი: mnikabadze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий